აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უხეში დარღვევით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ტერტერი და ტერტერის რაიონის სოფლები დაბომბეს.
სომხეთი კი აზერბაიჯანს სამხრეთი საზღვრის დაბომბვაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან არ წყდება.











