სომხეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შედეგების მიხედვით, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ, „სამოქალაქო შეთანხმებამ“ ხმების 53.92 % მიიღო.
ნიკოლ ფაშინიანმა თავის გამარჯვებას ფოლადის რევოლუცია უწოდა და თქვა, რომ ეს საშუალებას მისცემს, ქვეყანაში „კანონის დიქტატურა“ დაამყაროს.











