აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ტერტერის რაიონის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლის გახსნაში სდებს ბრალს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მოწინააღმდეგემ ცეცხლი დილით გახსნა. ამასთან, აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ სომხური მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას ღამის განმავლობაშიც განაგრძობდა და აზერაიჯანული პოზიციების მიმართულებით სხვადასხვა სახის იარაღიდან ხსნიდა ცეცხლს.
სომხეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანულ მხარეს ტყვედ 17 სომეხი სამხედრო ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის მერე არ წყდება.











