აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთში დაქირავებული მებრძოლები შედიან და იგზავნება დიდი რაოდენობთ სამხედრო ტექნიკა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„ჩვენს ყველა სოფელში დანგრეულია შენობები, განადგურებულია ჩვენი მეჩეთები. გუშინ მთელმა მსოფლიომ ინტერნეტში ზანგილანის ერთ-ერთ სოფელში განადგურებული მეჩეთის კადრები ნახა. მათ აქ ღორები ჰყავდათ. მათ ჩვენი მეჩეთები შეურაცხჰყვეს. მათ ჩვენი ყველა ისტორიული ძეგლი გაანადგურეს. შეიძლება ითქვას, სახლებიდან მხოლოდ ქვები დარჩა. გაძარცვეს სახურავები, ფანჯრები, საყოფაცხოვრებო ნივთები“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა 27 სექტემბრიდან დაიძაბა.
9 ოქტომბერს აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.
მათ შორის კიდევ ერთი სამშვიდობო შეთანხმება ძალაში 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევიდა.
თუმცა, ის კვლავ დაირღვა და აზერბაიჯანი და სომხეთი ამაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ











