სომხეთში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა დღეიდან 12 აგვისტოს, 17:00 საათამდეა ძალაში.
ინფორმაციას armradio-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად სომხეთში საგანგებო მდგომარეობა16 მარტს გამოცხადდა, შემდეგ კი სამჯერ გახანგრძლივდა.











