მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად 19 დეკემბერიდან სომხეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდება. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
„19 დეკემბერს სამხედრო მოქმედებების დასრულებიდან 40 დღე გადის. 19 დეკემბრიდან სამდღიანი გლოვა გამოცხადდება, ერევანში კი სამგლოვიარო მარში გაიმართება“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.











