სომხეთში, საპარლამენტო ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა.
ფაშინიანის თქმით, ის შეხვდა ფრაქცია „გაბრწყინებული სომხეთის“ თავმჯდომარეს გაგიკ ცარუკიანს და მოლაპარაკებების პროცესში მათ გადაწყვიტეს, რომ „შიდა პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია“
პრემიერის ინფორმაციით, არჩევნები მიმდინარე წლის 20 ივნისს გაიმართება.











