ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში.
თვითმხილველების ინფორმაციით, სიონის ტაძართან ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მანქანის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.
ავტორი: თათია გოლოშვილი











