მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის მცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად აქცია გამართეს და ზუგდიდი-მესტიის ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს.
ადგილობრივების თქმით, წლებია სოფლიდან ცენტრალურ გზამდე დაზიანებული ხიდის აღდგენას ითხოვენ. ეს ერთადერთი გზაა სოფლიდან ჩამოსასვლელად და სხვადასხვა პუნქტამდე მისასვლელად. ხიდის არქონის გამო იდლიანელებს ხშირად ფეხით ათეულობით კილომეტრის გავლა უწევთ.
თემის მაცხოვრებლები აქციის დაშლას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ აქცია მანამდე გაგრძელდება, სანამ ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩავლენ.
ავტორი: თეა შონია











