ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭს, რომელიც ერთ-ერთი სუფრიდან ბრუნდებოდა, თავს ხუთი მოქალაქე დაესხა. ახალგაზრდა, ქვებით არის ნაცემი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარ ფაქტზე, ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
18 წლის ახალგაზრდა, ამ დრომდე საავადყოფოში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომხადრზე, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











