31 წლის ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა, თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავი – ახმეტის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ იყალთოსთან მოხდა.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად, ავტომანქანის მძღოლმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დაღვევას გულისხმობს.
ავტორი:ხათუნა გულიაშვილი











