ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად ხუთი მგზავრი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი, 35 წლამდე ასაკის ქალი, მძიმე მდგომარეობაში, გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალის“ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
მძიმედაა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ქალი, რომელსაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











