სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე, 60 წლის ზურაბ დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი.
მომხდართან დაკავშირებით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.











