წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი მაშველებმა გვიან ღამით ჩააქრეს.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. დამწვარია დაახლოებით 30 ჰექტარი ფართობის ეკალ-ბარდები და ბუჩქები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.










