ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში კორონა ვირუსი, კიდევ ერთ არასრულწლოვანს დაუდასტურდა.
10 წლის მოზარდი, მატნის საჯარო სკოლის დაინფიცირებული პედაგოგის ოჯახის წევრია.
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის , ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით, ამ გარემოებების გწმო, მატნის საჯარო სკოლები სწავლას ონლაინ- რეჟიმით დაიწყებენ.
ტესტირება გრძელდება, უკვე აღებულია 460 ნიმუში. გრძელდება თერმოსკრინინგი.იმის გამო, რომ პედაგოგია ინფიცირებული და ერთი საათის წინ ვირუსი 10 წლის მოზარდს დაუდასტურდა, სკოლები სასწავლო პროცესს დაიწყებენ ონლაინ- რეჟიმში- განაცხდა შიოშვილმა.
შეგახსენებთ, სოფელი მატანში, სამედიციო ო პუნქტები, დილას ინფიცირებულ პირთა რაოდენობის ზრდის გამო განთავსდა.
სოფელ მატანში, პირველი შემთხვევა 11 სექტემბერს დაფიქსირდა. დაინფიცირდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გორში, ქორწილში იმყოფებოდა.
კახეთში, დღეს ვირუსის სულ 24 შემთხვევა გამოვლინდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











