სოფელ ქვახვრელში ხანძრის შედეგად 80 წელს გადაცილებული ქალი დაშავდა. დაშავებულს აღენიშნება ზურგის დამწვრობა. ადგილობრივების თქმით, სასწრაფომ ნახევარი საათი დააგვიანა.
რაც შეეხება შემთხვევას, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში დილის საათებში, იმ დროს გაჩნდა, როდესაც მოხუცი ღუმელს ანთებდა. ადგილზე მალევე მივიდნენ მეხანძრე-მაშველები, მათ სახლი მთლიან განადგურებას გადაარჩინეს.










