ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, 43 წლის ასაკის მამაკაცი საკუთარ ნაკვეთში გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილი მეზობელმა ნახა, რომელიც ამბობს, რომ ცხედარი ფოლადით მავთულით იყო ჩამოკიდებული.
ის ოჯახში მარტო ცხოვრობდა და მეზობლების განმარტებით, ჯანმრთელობის ან სხვა პრობლემები არ ჰქონდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცი სახლში სარემონტო სამუშაოებს ატარებდა. ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან.
არის თუ არა, მომხდარი ფაქტი, მკვლელობა, ან ჰქონდა თუ არა ადგილი, სუიციდს, ჯერჯერობით დაუდგენელია.
შემთხვევის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











