თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, სასტუმრო „რედისონი“ იწვის.
ამ წუთებში, სასტუმროს პერსონალისა და იქ მყოფი პირების ევაკუაცია მიმდინარეობს.
ჯერჯერობით, არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო- სამშველო სამსახურის ექვსი ბრიგადა, რომელიც ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ წუთისათვის უცნობია.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











