გურჯაანის მუნიციპალიტეტ, სოფელ ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორი არასრულწლოვანი გოგონა მოპედით გადაადგილდებოდა. მათ მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
შემთხვევის შემდეგ 12 წლის გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მძიმედ არის დაშავებული მისი დაც, რომელსაც ამ წუთებში გადაუდებელი მკურნალობა უტარდება.
შსს-ს ინფორმაციით იდენტიფიცირებულია მძღოლი და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
მოხდარზე გამოძიება სსკ 276- ე მუხლის 6 ნაწილით დაიწყო.











