სოფელი მატანი და პანკისის ხეობა არ ჩაიკეტება, – ამის შესახებ კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა კახეთში, ირაკლი შიოშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, სამედიცინო პუნქტები სოფელში, დაავადებულ პირთა გამოსავლენად განთავსდა.
„ეს პუნქტები სწორედ ამიტომ არის, რომ თუ ინფიცირებული პირები არიან, დროულად გამოვლინდნენ. სოფელი არ ჩაიკეტება და არც მის გვერდით, პანკისის ხეობა. ტესტს ყველას გაუკეთებენ და მათ შორის, მათაც, ვინც ამ სოფელში შევა, ან გავა. რაც შეეხება სასწავლო პროცესის დაწყებას მატანში, ჩვენ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე ვართ დამოკიდებული. როგორც ისინი საჭიროდ ჩათვლიან, ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას,“- განაცხადა შიოშვილმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, კორონავირუსის 15 შემთხვევა გამოვლინდა.
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებული პირების მატების გამო, სოფლის შესასვლელ-გასასვლელში სამედიცინო პუნქტები განთავსდა, სადაც საყოველთაო ტესტირება და თერმოსკრინინგი, დილიდან დაიწყო.
ავტორი:ხათუნა გულიაშვილი