fbpx
22/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სოსო ფხაკაძე: ჩვენ გავამხნევეთ პრემიერი 

18:38 ოქტომბერი 20, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
811
ნახვა

ჩვენ გავამხნევეთ პრემიერი და მან თქვა, რომ საკმაოდ მხნედ ვარო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა.

„ასეთ შეხვედრებს სიკეთის მეტი არაფერი მოაქვს. როცა, მით უმეტეს, ღია საუბარია და აბსოლუტურად გამჭვირვალე. ეს ძალიან ღირებულია ჩვენთვის, იმიტომ, რომ ჩვენ აბსოლუტურად არაორდინარულ გარემოში გვიწევს ცხოვრება და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს და ამაზეც იყო საუბარი“,- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

მისივე თქმით, კერძო სექტორმა პრემიერ-მინისტრს შეხვედრაზე ორი მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ მან გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ორივე საკითხი სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ეხება.

„მიმდინარე წლის 22 მაისს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, რომელიც 2 სექტორს შეეხო, ერთი იყო კონკრეტული ეკონომიკური საქმიანობების სახეები, რომელიც საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორითაა დადგენილი. კონკრეტულად ეს ეხებოდა სასტუმროებს, განთავსების საშუალებებს, კაფე-რესტორნებს და ტურისტულ კომპანიების.

ამ ინდუსტრიას ძალიან უჭირს და მას უდგება 1-ლი დეკემბრიდან საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება, რომლის გადავადება 4 თვის ვადით განხორციელდა. ამან მოიცვა აპრილის-მაისი-ივნისი და ივლისი. რეალური ვითარება ასეთია, რომ ამ ინდუსტრიას არ უმუშავია წელს, თუ აგვისტოს არ ჩავთვლით და მომდევნო თვეების განმავლობაში ამ კუთხით კარგი პროგნოზები არ არის. ვითხოვთ, რომ ეს დაგროვილი გადასახადი ჩამოეწეროს ამ ინდუსტრიას.

მეორე საკითხი, ასევე 22 მაისის გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა ნებისმიერი კომპანია თუ დასაქმებულის ხელფასი იყო 1500 ლარამდე, აქ არის 148-150 ლარის შეღავათი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია და აქაც ფოკუსირებული ვართ იმ ადამიანებზე, ვისაც დაბალი შეღავათი აქვს და ასეთები მთელ ინდუსტრიაში ათასობით არიან. ეს ვადა იწურება 1-ლი ნოემბრისთვის და ჩვენი თხოვნაა, რომ მინიმუმ 6 თვით, ანუ ერთი ფისკალური წელი, რომ მოიცვას მოგვეცეს საშუალება, რომ ეს გადასახადი არ გადავიხადოთ“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია