ადამიანებისათვის გაწეულ დახმარებას ფართომასშტაბური ხასიათი ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ “რუსთავი 2-ს” განუცხადა.
ვოლსკის თქმით, დახმარების პაკეტში გათვალისწინებული იქნებიან ძნელ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანები და ბიზნესი.
“გათვალისწინებულია მთელი რიგი საკითხები, რომელიც ეხება ძნელ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანებისა და ბიზნესის დახმარებას. თუმცა ყველამ უნდა გავითავისოთ ის, რომ პრობლემები იქნება. ეს დახმარება არის გათვალისწინებული გადარჩენისათვის, რათა სამშვიდობოს გავიდეთ და ქვეყნის აღმშენებლობა გავაგრძელოთ, ისე რომ არ შევეხოთ სოციალურ დახმარებებს. ზოგადად, ადამიანებისათვის გაწეულ დახმარებას ფართომასშტაბური ხასიათი ექნება,” – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.











