დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სოციალური პაკეტისა და მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად დაწესებული დანამატის გაცემის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შშმ პირები შეჩერებულ დახმარებას 15 თებერვლამდე მიიღებენ. ასევე, მათი სტატუსის მოქმედების ვადა 1 აპრილამდე იმოქმედებს.
“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სტატუსის მოქმედების ვადა პირველ აპრილამდე შეუნარჩუნდებათ;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც სოციალური პაკეტი შეჩერებული ჰქონდათ, შესაბამის დახმარებას 15 თებერვლამდე მიიღებენ;
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს სოციალურ პაკეტთან ერთად, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ყოველთვიური დანამატიც ჩაერიცხებათ.” – ნათქვამია განცხადებაში.











