სოციალურ ქსელში ბელარუსი დისიდენტი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის ვიდეო ვრცელდება, სადაც ის საუბრობს, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ჟურნალისტი ამბობს, რომ ის მინსკში იმყოფება.
გავრცელებულ ვიდეოში, დაკავებული ჟურნალისტი ასევე აცხადებს, რომ თანამშრომლობს გამოძიებასთან და აძლევს აღიარებით ჩვენებას მინსკში მასობრივი არეულობების ორგანიზებასთან დაკავშირებით.
ვიდეოს twitter-ზე ბელორუსი ჟურნალისტი ავრცელებს, რომლის თქმითაც ვიდეო პროსამთავრობო არხებმა გაავრცელეს.











