fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სოზარ სუბარი: დღეს ფასილიტაციის როლი კიდევ უფრო აქტიური გახდა ღარიბაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით

22:01 ივნისი 12, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
788
ნახვა

როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არ არსებობდა არანაირი კონტაქტი, ამ კონტაქტების ერთადერთი მყარი შესაძლებლობა იყო თბილისი, დღეს ფასილიტაციის როლი კიდევ უფრო აქტიური გახდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით და ხელმძღვანელობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არის აბსოლუტურად ნეიტრალური და მშვიდობიანი შუამავალი, მათ შორის ისტორიული ურთიერთობებითაც ყველაზე სანდო და მოსახერხებელი პარტნიორი ორივე ქვეყნისთვის.

„ამ სამ ქვეყანას შორის საქართველო არის ერთადერთი, რომელსაც მშვიდობიანი ურთიერთობა აქვს ორივესთან. ეს იყო ათასწლეულების განმავლობაში. ვერ გავიხსენებთ ვერცერთ პერიოდს, ისტორიის განმავლობაში, როდესაც ომი ყოფილიყო საქართველოსა და სომხეთს და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ქართულ სამთავროებს შორისაც იყო ომი, დანაწევრების პერიოდში, ასეთი ომები მუდმივად იყო ცალკეულ სათავადოებს თუ სახანოებს შორის, ამას არ ვგულისხმობ, ვლაპარაკობ სახელმწიფოებრივ ომზე. ეს იყო მუდმივად მშვიდობიანი კერა და ძალიან ხშირად, ერთად ვიბრძოდით საერთო მტრის წინააღმდეგაც. როცა საქართვლო, სომხეთი და აზერბაიჯანი გათავისუფლდა რუსეთის იმპერიისგან, სწორედ თბილისი იყო სამივეს დედაქალაქი, ამიერკავკასიის ფედერაციის დედაქალაქი.

აქ ჩამოყალიბდა სამივე დამოუკიდებელი სახელმწიფოს მთავრობა, როცა დამოუკიდებლობა გამოცხადდა და საბჭოთა პერიოდში, თბილისი იყო ერთგვარი შემკრები არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ, მთელი კავკასიის კულტურული და სამეცნიერო ცენტრიც იყო. ახლა ცხადია ეს ფუნქციები დაკარგულია, მაგრამ ახლა, 30 წლის განმავლობაში, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არ არსებობდა არანაირი კონტაქტი, ამ კონტაქტების ერთადერთი მყარი შესაძლებლობა იყო თბილისი. მართალია, არსებობდა მინსკის ჯგუფი, სადაც საუბრობდნენ კონფლიქტის მოგვარების გზებზე, მაგრამ ადამიანებს შორის, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კონტაქტის თვალსაზრისით და ხშირად პოლიტიკურ მოლაპარაკებებში თბილისი იყო, სადაც მსგავსი კონტაქტები ხორციელდებოდა.

დღეს ფასილიტაციის როლი კიდევ უფრო აქტიური გახდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით და ხელმძღვანელობით. მოსაგვარებელი ჯერ კიდევ ალიან ბევრია, იმიტომ, რომ ახლა იწყება ამ კონფლიქტის შემდგომი დალაგება, მოგვარება, უამრავი საკითხის გადაწყვეტა და აქ საქართველოს შეუძლია თავისი როლი ითამაშოს, რუსეთისგან განსხვავებით, რომელიც იქ სამხედრო ძალით არის შესული, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ნეიტრალური და მშვიდობიანი შუამავალი. ჩვენი ისტორიული ურთიერთობებითაც ყველაზე სანდო და მოსახერხებელი პარტნიორი ორივე ქვეყნისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილისოზარ სუბარისომხეთ-აზერბაიჯანი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია