აჭარის გარდა ყველგან, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სპეცმასწავლებლებთან შეხვედრებს შეძლებენ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის, აჭარის გარდა ყველგან საშუალება ექნებათ, რომ სკოლის ტერიტორიაზე სპეციალურ განკუთვნილ ოთახში შეხვდნენ სპეცმასწავლებელს. ეს იქნება ერთი-ერთზე შეხვედრები“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ სასკოლო სწავლებას 1-ლი ოქტომბრიდან მხოლოდ I-VI კლასელები დაიწყებენ.











