ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულის პრალდებით მამაკაცია დაკავებული.
42 წლის კაცი საკუთარ სახლში, სავარაუდოდ, ნარკოტიკის გასაღების დროს დააკავეს, თუმცა, დაკავებულის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ნარკოტიკი ჩაუდეს.
ფონიჭალაში დაკავებულის სახლთან პოლიციაა მობილიზებული და მისი ავტომობილის ჩხრეკა მიმდინარეობს.











