„სპეცრაზმი გამოყვანილი იყო. მაინცდამაინც რობოკოპებით ჩაცმულებმა უნდა იარონ?”,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით, განაცხადა.
“ესენი ჩვეულებრივი პოლიციელები არიან. როცა სჭირდებათ ჩაცმა, უნდა აღიჭურვონ პლასტმასებით, ხელკეტებით. ეს ადამიანები გამოსულები იყვნენ. 3-4 დღეა ერთი და იგივეს ვლაპარაკობთ. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველა ვიღებთ. ჩვენ ვართ მმართველი ხელისუფლება“, – განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა, რომლებიც “ღირსების მარშის” გამართვას ეწინააღმდებოდნენ, მედიის წარმომადგენლები სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. ძალადობრივი ჯგუფი თავს ესხმოდა სხვა მშვიდობიან მოქალაქეებსაც. დაპირისპირება მოხდა 6 ივლისსაც.











