fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით პარლამენტში ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

16:06 მარტი 8, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
783
ნახვა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში, ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც მოწვეული იყვნენ ვეტერანი სპორტსმენი ქალები.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და რვა  მარტი მიულოცა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.

„თითოეულ თქვენგანს გილოცავთ დღევანდელ დღეს. თქვენი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი სამშობლოს წინაშე საკმაოდ დიდია და  ჩვენი მცირედი ყურადღება თქვენს მიმართ, რა თქმა უნდა, ვერ გადაფარავს იმას, რაც თქვენ  ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთეთ. მინდა, რომ მაგალითი იყოთ ჩვენი მომავალი თაობისთვის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, წარმატებულ ვეტერან სპორტსმენ ქალებს შეუძლიათ ძალიან დიდი როლი შეასრულონ  გოგონების სპორტში ჩართულობის გაზრდის კუთხით და ზოგადად, ქალებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების საქმეში.

„რაც შეიძლება მეტი ქალბატონი უნდა იყოს ჩართული სპორტში და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებული.  დღეს  ძალიან დიდი სხვაობაა მამაკაცებსა და ქალებს შორის სპორტში ჩართულობასთან დაკავშირებით.  მინდა, რომ  უფრო მეტი ჩემპიონი ჰყავდეს საქართველოს და ძალიან მინდა, რომ თქვენ იყოთ უფრო  აქტიურები,  მინდა, რომ რაც შეიძლება მეტი პოპულარიზაცია გაუკეთოთ სპორტს და ვინ თუ არა თქვენ იქნებით ამის მაგალითის მიმცემი ჩვენი მომავალი თაობისთვის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ამ გამოწვევის საპასუხოდ საზოგადოებისთვის სხვადასხვა ფორმატები იქნება  შეთავაზებული.

როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიმდინარე წელს,  კომიტეტის პრიორიტეტი, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, სპორტის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობაა.

„დაგეგმილი გვაქვს, რომ 2021 წელს სპორტის განვითარების ძალიან გრძელვადიანი პროცესის სტრატეგია შევქმნათ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენს ქვეყანაში სპორტის როლი ძალიან დიდი უნდა იყოს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სპორტს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

ვეტერან სპორტსმენ ქალებს რვა მარტი მიულოცა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა.

„გილოცავთ რვა მარტს. ამდენ ჩემპიონ ქალთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნა  ნამდვილად უნიკალური შემთხვევაა,  მითუმეტეს კოვიდის ერთწლიანი  პანდემიის პერიოდში.  ჩვენი გოგონებისთვის, მათი ჯანმრთელობისთვის, მათი თვითრწმენისათვის, მათი შინაგანი სიძლიერისათვის და გონებრივი განვითარებისათვის, იმისათვის, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტები იყოს ნაკლები, რადგან ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო ძლიერია ქალი, მით უფრო ჯანსაღია ოჯახი,  მათი უკეთესი დედობისათვის ძლიერი ქალის მაგალითის ჩვენება არის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ გოგონებს ჰქონდეთ მეტი მოტივაცია და სტიმული სპორტით დაკავდნენ, საჭიროა სწორი მიდგომები.

„თითოეული თქვენგანის ისტორია და ბიოგრაფია უნიკალურია, ის სავსეა ბარიერების გადალახვით, მარცხით და გამარჯვებით, მაგრამ, საბოლო ჯამში, თქვენ გამარჯვებულები ხართ, თქვენ ხართ ჩემპიონები და თქვენი ამ წარმატების გადატანა ჩვენი საზოგადოების დანარჩენ ნაწილზე, ჩვენ გოგონებზე  ძალიან მნიშვნელოვანია.  როდესაც ჩვენ დავგეგმავთ კამპანიებს – სპორტის პოპულარიზაცია ქალებში, სპორტის პოპულარიზაცია გოგონებში, თქვენ იქნებით  ამ კამპანიების აქტიური ნაწილი. ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ თქვენი წინადადებები, ინიციატივები და  ერთად განვახორციელოთ ისინი“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

სტუმრებს რვა მარტი, ასევე, მიულოცა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, დავით კაჭარავამ.

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს თქვენ შეგხვდით. გილოცავთ რვა მარტს, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და ბედნიერებას. ჩვენი კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სპორტში ქალთა ჩართულობის გაძლიერებაა. ამ მხრივ არსებობს პრობლემები და აქედან გამომდინარე, სამუშაო ძალიან ბევრია. ჩვენ ამ კუთხით დიდი გეგმები გვაქვს და თქვენი როლი მათ განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა დავით კაჭარავამ.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, სტუმრებმა „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი“ დაათვალიერეს, რომელიც საქართველოს პარლამენტში პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 21 თებერვალს გაიხსნა.

თეგები: სპორტსმენები

დაკავშირებული სტატიები

No Content Available

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია