ცოტა ხნის წინ სროლა იყო აღმაშენებლის გამზირზე. დაჭრილია 65 წლის მამაკაცი.
როგორც “პრაიმტაიმნიუსისთვის” გახდა ცნობილი, მამაკაცს ტელეფონით შეატყობინეს, რომ მისი ახლობელი ავარიაში მოყვა, რაც სავარაუდოდ თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი გახდა.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ჯერ ალადაშვილის კლინიკაში, შემდეგ კი რკინგზის საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.











