fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სრულად დაფინანსდეს ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობა – პეტიცია

17:45 სექტემბერი 21, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
774
ნახვა

ონკოპაციენტი ბავშვებისთვის სახელმწიფოსგან სრულად დაფინანსების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა, რომელსაც ამ დროისთვის ასობით მოქალაქე აწერს ხელს.

პეტიციაზე ხელმომწერი მოქალაქეები მოითხოვენ, რომ სრულად ფინანსდებოდეს, როგორც მკურნალობა, ასევე რეაბილიტაცია – „საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, სავალდებულო გამგზავრების შემთხვევაში,“.

„საქართველოში წლიურად საშუალოდ 100 ბავშვს უდასტურდება ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი. ბოლო 5 წლის განვალობაში 683 ბავშვს დაესვა კიბოს დიაგნოზი. სახელმწიფოს მხრიდან ბავშვის საქართველოში მკურნალობის დაფინანსება 23 000 ლარს შეადგენს თითო ბავშვზე. აღნიშნული თანხა იმდენად მიზერულია, რომ ხშირად კვების და ხარისხიანი მედიკამენტების შეძენის საშუალებასაც არ იძლევა ოჯახებისთვის.

საქართველოში შეზღუდულია ბავშვთა ონკოლოგებისა და კლინიკების რაოდენობა. არ ტარდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცედურები ბავშვებში, მაგალითად როგორიცაა ძვლის ტვინის გადანერგვა და სხვა მაღალტექნოლოგიური ოპერაციები. შესაბამისად, ბავშვის გადასარჩენად მშობელს უწევს შვილის საზღვარგარეთ გამგზავრება სამედიცინო მომსახურების მიღების მისაღებად, რაც საშუალოდ 150 000 დოლარი ჯდება.

სახელმწიფო, იმ ბავშვს რომელსაც საზღვარგარეთ უწევს მკურნალობის მიღება მხოლოდ 30 000 ლარით ეხმარება, რაც ნიშნავს იმას რომ სახელმწიფო არ ეხმარება ბავშვს და ოჯახები მხოლოდ კერძო პირების კეთილი შემოწირულობების იმედად არიან დარჩენილები. ბევრი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა სწორედ ფინანსების არ ქონას! ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები წლების განმავლობაში საკონტროლო კვლევებს საჭიროებენ რაც ასევე არ ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან,“ – წერია პეტიციაზე თანდართულ განცხადებაში.

პეტიციის ავტორები, ონკოპაციენტი ბავშვების მშობლები, აცხადებენ, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის, ბავშვის უფლებათა კოდექსის და ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, ყველა ბავშვს აქვს უფლება, გადარჩეს, სარგებლობდეს ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი სტანდარტით.

შესაბამისად, თითოეული ბავშვი უნდა ცხოვრობდეს უსაფრთხოდ, რათა ფიზიკურ, მორალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას ხელი არაფერმა შეუშალოს- „სახელმწიფო კი ვალდებულია ყველაფერი იღონოს ბავშვების გადარჩენისა და ბედნიერებისთვის,“.

თეგები: ონკოლოგიური პაციენტი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

გიორგი გახარია: ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტს არ მოუწევს ზედმეტი ბიუროკრატიის გავლა

სექტემბერი 1, 2020
961

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია