სტამბოლის აია – სოფიას ტაძარში მუსლიმური ლოცვის დროს ქრისტიანულ ხატებსა და მოზაიკებს ფარდებით ან ლაზერით დაფარავენ, – ამის შესახებ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ პრესსპიკერმა, ომერ ჩელიკმა განაცხადა. ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.
მისი თქმით, სხვა დროს ქრისტიანული ხატები დაფარული არ იქნება და ღია იქნება ყველა ვიზიტორისთვის, ტაძარში შესვლა კი, უფასო იქნება.
შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ აია – სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება მიიღო.











