რუსეთს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, გაწევრიანდებიან თუ არა საქართველო და უკრაინა NATO-ში,- ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ინფორმაციას ekhokavkaza ავრცელებს.
„რუსეთს არ აქვს უფლება, ჩაერიოს, დაბლოკოს ან შეაჩეროს სუვერენული სახელმწიფოს NATO -ში გაწევრიანება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის განცხადებით, თუ საქართველოს NATO -ში გაწევრიანება სურს, „რუსეთი ამას ვერ შეაჩერებს“.
„ის, რაც რუსეთმა გააკეთა, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია, მიუღებელია. იგივე ეხება უკრაინას“,- აცხადებს NATO-ს გენერალური მდივანი.











