ისლამური მმართველობის 30 წლის შემდეგ სუდანში სამართლებლივი რეფორმები გატარდა. კერძოდ, ქვეყანაში არამუსლიმებს ალკოჰოლის მოხმარების ნება დართეს, სასჯელის სახით გაროზგვა აიკრძალა, ქალთა წინდაცვეთის პრაქტიკა კი დანაშაულებრივი ქმედება გახდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ქვეყანაში რეფორმები დიდი ხნის ლიდერის, ომარ ალ-ბაშირის გადადგომას მოჰყვა, რომელსაც ძალაუფლება შარშან, მასობრივი დემონსტრაციების შემდეგ ჩამოართვეს.
ცვლილებები ჯერ კიდევ აპრილში დამტკიცდა, თუმცა ძალაში დღეს შევიდა. სუდანის იუსტიციის მინისტრის თქმით, რეფორმის მთავარი მიზანი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაა.









