fbpx
04/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ხელისუფლებამ სულ მცირე 12:00 საათამდე მაინც უნდა გადასწიოს კომენდანტის საათი – სერგო ჩიხლაძე

12:50 თებერვალი 7, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
825
ნახვა

კომენდანტის საათი არის აბსურდი და ის პირიქით, ზრდის ადამიანების მობილობას და სიმჭიდროვეს მომსახურების სფეროში, ქუჩაში – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. პოლიტიკოსი გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

„ეს იყო პროტესტი არაგონივრული, არათანაზომიერი რეგულაციების მიმართ, რაც არის კომენდანტის საათი 9:00 საათიდან, მგონი ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ეს პროტესტი ისევე როგორც ნაწილობრივ გაითვალისწინა კანცელარიასთან აქციები გარკვეული რეგულაციების შერბილებასთან დაკავშირებით და სულ მცირე 12:00 საათამდე მაინც უნდა გადაწიოს კომენდანტის საათი.

არაფერს ვამბობ იმაზე, რომ საერთოდ უნდა მოიხსნას, მაგრამ პირველ ეტაპზე გონივრული იქნება ხელისუფლების მხრიდან, რომ გადაიწიოს კომენდანტის საათმა, რადგან ხედავს ამ განწყობას ხელისუფლება თანაც არანაირი არგუმენტი არ აქვს.

რაც შეეხება დაჯარიმება დაკავების სერიას, მგონი ხელისუფლება მოლოდინის რეჟიმში იქნება – თუ ეს პროტესტი გაგრძელდება, ის შეეცდება, რომ როგორღაც არ დააჯარიმოს, გაწელოს ეს პერიოდი. თუ როგორღაც დაინახა, რომ შესუსტდა პროტესტი, დააჯარიმებს აუცილებლად.

სახელმწიფო არ უნდა იყოს დაჯარიმებაზე და დასჯაზე, არამედ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. პროტესტი აუცილებლად გამოიღებს შედეგს, ისევე როგორც გამოიღო საზოგადოების და პოლიტიკოსების აქტიურობამ შედეგი საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან, სწავლის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით და უახლოეს კვირებში ჩვენ ამას ვნახავთ, რომ კომენდანტის საათის დრო შეიცვლება ან საერთოდ გაუქმდება.

კომენდანტის საათი არის აბსურდი, ეს პირიქით ზრდის მობილობას და სიმჭიდროვეს ადამიანების მომსახურების სფეროში, ქუჩაში და ა.შ. არაგონივრულია 9:00 საათზე კომენდატის დაწესება, ამიტომ სულ მცირე მისი გადაწევა სიხალვათეს კიდევ უფრო გაზრდის და აღარ იქნება ის სიმჭიდროვე, ხედავთ რა ხდება 7:00 საათიდან 9:00 საათამდე ქალაქში,“ – განაცხადა ჩიხლაძემ.

თეგები: სერგო ჩიხლაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

მმართველობის მეათე წელს რომ სიტყვიერად დაინტერესდნენ სოციალური პროგრამებით და პოლიტიკით, ეს უკვე სახარბიელო არ არის „ქართული ოცნებისთვის” – სერგო ჩიხლაძე

ნოემბერი 22, 2021
774
პოლიტიკა

“ქართულ ოცნებას“ თუ უნდა პროცესების დეესკალაცია, სააკაშვილი რეალურად შესაფერის და მრავლპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ – სერგო ჩიხლაძე

ნოემბერი 12, 2021
768
მთავარი ამბავი

გიორგი და გრიგოლ ვაშაძეები ერთიანდებიან – ახალი პლატფორმის „მესამე ძალა“ პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

აგვისტო 29, 2021
797

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია