საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი შატილის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფას ეხმაურება და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს:
„შატილის გზაზე სულისშემძვრელი ტრაგედია დატრიალდა, ავტოკატასტროფის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა.
მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს ეს საშინელი ტრაგედია!“, – წერს მერაბიშვილი.
შეგახსენებთ, შატილის გზაზე ავტოკატასტროფას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამი მგზავრი კი დაშავდა. ექიმების თქმით, სამივე მათგანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.











