fbpx
01/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სულხან მოლაშვილის ძმა „ლელოს“ ლიდერებს მიმართვს – „ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ გრიგალაშვილი“

19:12 სექტემბერი 30, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.3k
ნახვა

სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი „ptn“-თან საუბრისას თბილისის ყოფილი პროკურორის, ვალერი გრიგალაშვილის „ლელოში“ გაწევრიანებას ეხმიანება.

„სულ გადაირია ეს ხალხი. ძალიან დიდი სირცხვილია, განსაკუთრებით იმ ხალხის, ვინც სულხანის საქმეს აპროტესტებდა. დღეს, მათ ამ საქმის მთავარი შემოქმედი საკუთარ თანაპარტიელად გაიხადეს. ადამიანი, რომელსაც შეეძლო უდანაშაულო პირის დაჭერა, მერე ზეწოლის მოხდენა სასამართლოზე, ზემოთ, უფროსმა ტაში რომ დაუკრას. ეტყობა სჭირდებათ ასეთი ადამიანები, რომ მომავალშიც მსგავსი სიბინძურეები აკეთებინონ.

მაგ პარტიის წევრები თავად აპროტესტებდნენ ხოლმე მოსამართლე ლევან მურუსიძის როლს სულხანის საქმეში. მე კი მინდა ვუთხრა მათ, რომ მურუსიძე იყო მეათე „სკრიპკა“, პირველი იყო ვალერი გრიგალაშვილი. სანამ მურუსიძესთან მივიდოდა საქმე, გრიგალაშვილმა ჩაიდინა უამრავი დანაშაული, რაც სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა.

როგორც ჩანს, პოლიტიკაში ადამიანს შუბლის ძარღვი უწყდება. სტრასბურგმა სულხან მოლაშვილი რომ გაამართლა, ვალერი გრიგალაშვილი პრესაში გამოდიოდა და ამბობდა, „ქართული ოცნება“ და თეა წულუკიანი დაეხმარა სულხან მოლაშვილს სტრასბურგის მოგებაშიო.
არადა ნახეთ რა ხდება სინამდვილეში – 2011 წელს, როდესაც ნაციონალები იყვნენ ხელისუფლებაში, თავად წინა ხელისუფლებამ გააგზავნა წერილი ევროსასამართლოში და აღიარა დარღვევები, რადგან იცოდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო უარეს და მათთვის საზიანო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. ამ ვითომ იურისტმა და ვითომ პროკურორმა ამდენიც კი არ იცის, გამოდიოდა და კიდევ ტყუილებს ტირაჟირებდა. მე მინდა ვკითხო იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მაგ პარტიაში არიან და თავის დროზე ძალიან შეწუხებულები იყვნენ სულხან მოლაშვილის ამბით – რა შეიცვალა? როგორ მოხდა ისე, რომ სულხანის საქმის მთავარი ფიგურანტი დღეს თანამოაზრედ გაიხადეთ?! ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ გრიგალაშვილი“.
ცნობისთვის: თბილისის ყოფილი პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი „ლელოში“ გაწევრიანდა და ამავე პარტიის პროპორციული სიით პარლამენტში მოსახვედრად იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაცია გრიგალაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. „ცესკომ პოლიტიკურ გაერთიანებას “ლელო საქართველოსთვის” მიანიჭა ნომერი 56-ი. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, ამ ორგანიზაციის პროპორციული სიიიდან, მეც გახლავართ. იმედი მაქვს ბორჯომლების და რეგიონის სხვა მოქალაქეების მხარდაჭერის.

“ლელო საქართელოსთვის” შეიქმნა ქვეყნის ჭაობიდან ამოსაყვანად და არსებული რეალობის შესაცვლელად. ამ მიზანს ემსახურება “ლელოს” “მარშალის გეგმაც”, – წერს ვალერი გრიგალაშვილი.

ვალერი გრიგალაშვილი თბილისის პროკურორის თანამდებობაზე 2004 წელს, 8 თვის განმავლობაში მუშაობდა, შემდეგ კი გენერალურ პროკურატურაში დეპარტამენტის უფროსის პოსტზე გადაიყვანეს.

2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ბორჯომის მერობისთვის იბრძოდა, თუმცა უშედეგოდ.
აღსანიშნავია, რომ ვალერი გრიგალაშვილი, როგორც პროკურორი რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს, მათ შორის კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის, სულხან მოლაშვილის საქმეში.

მოლაშვილი ირწმუნებოდა, რომ დაკავების შემდეგ ციხეში აწამეს. ის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში პროკურორ ვალერი გრიგალაშვილს სდებდა ბრალს.
შეგახსენებთ, რომ სულხან მოლაშვილის წამების ფაქტი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომაც დაადასტურა.

სტრასბურგის სასამართლოს განჩინებით, საქართველოს მთავრობას სულხან მოლაშვილისთვის 20 000 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა და ერთი წლის ვადაში საქმის ხელახალი გამოძიება დაეკისრა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განჩინების მიხედვით, სულხან მოლაშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მესამე, მეხუთე, მეექვსე და მეთოთხმეტე მუხლები. ეს მუხლები, შესაბამისად, შეეხება ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, დისკრიმინაციისა და წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის დაუშვებლობა.

 

თეგები: ვალერი გრიგალაშვილილელო

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

“ლელო” მედიის გადასახდებისგან გათავისუფლებას ითხოვს

ნოემბერი 30, 2021
792
პოლიტიკა

„ლელომ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწვიტა

ნოემბერი 22, 2021
777
პოლიტიკა

პარტია ლელო ახალქალაქში ორმა წევრმა დატოვ

სექტემბერი 6, 2021
778

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია