მკვლელობა სურამში – ახალგაზრდა ქალი ქმარმა მოკლა. შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას მოხდა.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია, მოკლული ქალი სამი შვილის დედაა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11-ე პრიმა 109 მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.











