გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ საქმის ე.წ ოქროს მოწმეები თითქოსდა ახალ დეტალებს იხსენებენ, სინამდვილეში კი მათ გამოძიება შეცდომაში შეჰყავთ.
,,სიმართლე გითხრათ მათ ოქროს მოწმეებად ვერ შევრაცხავდი, იმიტომ, რომ მათ გამოძიება შეგნებულად შეიყვანეს შეცდომაში და დღეს რასაც ისინი აკეთებენ არის ის, რომ თითქოს და იხსენებენ რაღაც ჩვენებებს და ახალ დეტალებს ამატებენ.
ამასთან, დაკავშირებით ბრალდებას სურს, რომ თითქოს ბრალი დაუმძიმოს დაკავებულ პირებს, ჩვენ ერთი რამე უნდა გვესმოდეს როგორი მართლმსაჯულება გვსურს, როგორი მართლმსაჯულება გვინდა მივიღოთ, საუბარი იმაზე რომ ახვლედიანმა და ამირხანაშვილმა ,,გაიხსენონ” რაღაც-რაღაც გარემოებები და ამის საფუძველზე დაუმძიმდეს ბრალდებები დაკავებულ პირებს, თუ გვსურს ობიექტურად, გამოძიებამ ყოველმხრივ მიიღოს ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც დაუმძიმდება ბრალდება დაკავებულებს”,- აღნიშნა გელხაურმა.











