დღეს, მარნეულში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც მარნეულის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ეთერ ლაფერაძე აცხადებს, კოვიდ ინფექცია სოფელ წერეთელში მცხოვრებ 14 წლის მოზარდს დაუდგინდა, რომელიც სვანეთში ისვენებდა.
„გვაქვს ერთი შემთხვევა, სოფელ წერეთელში მცხოვრები 14 წლის მოზარდია, რომელიც სვანეთში, კერძოდ მესტიაში ისვენებდა. ინფიცირებული გადაყვანილია საავადმყოფოში სამკურნალოდ და მისი ოჯახი იზოლაციაში.
ასევე გადაგზავნილია ოჯახის წევრების ბიოლოგიური მასალაც, რომლის პასუხები ხვალ იქნება ცნობილი, მიმდინარეობს კვლევა ოჯახის კონტაქტების დასადგენადაც“, – განაცხადა ეთერ ლაფერაძემ.
ავტორი: მარიამ ქველაძე











