ტაძრების ნაწილში რეგულაციების დაცვა მრევლის სიმრავლის გამო, ვერ მოხერხდა.
მათ შორის, სააღდგომო ღვთისმსახურება ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, დიმიტრიმ აღავლინა, არ იყო დაცული სოციალური დისტანცია.
ეპარქიის პრეს-სპიკერის განმარტებით, დისტანციის დაცვა ადამიანების სიმრავლის გამო ვერ მოხერხდა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ მრევლი, ტრადიციულად, ერთი კოვზით ეზიარა.
პირბადე და დისტანციის დაცვა, ეს იყო მთავარი რეკომენდაცია, რომელიც გაიცა. ასევე, მთავრობამ მოუწოდა საპატრიარქოს დაემონტაჟებინა ხმის გამაძლიერებლები.











