ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
„ადამიანებს AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ. მაგრამ უნდა დავუჯეროთ ექიმებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს“,- განაცხადა ქვეყნის პრემიერმა.
ცნობისთვის, მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ტაილანდმა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება კვლავ განაახლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ტაილანდში კოვიდის 27,154 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 87 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











