„პრაიმტაიმის” წყაროს ინფორმაციით, ინჩხურის ტაძრის ამჟამინდელი წინამძღვარი მამა იოანე, რომელიც ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის გრიგოლ კაციას ხელდასმული იყო ტაძარში, წალკაში ბრუნდება.
დღევანდელმა შეხვედრამ ინჩხურის ტაძარში დაპირისპირების გარეშე ჩაირა, რადგან ის მამაოები, რომლებსაც მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა, შეხვედრას არ ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ მეუფე სტეფანე განკვეთილ მღვდლებს მსახურების უფლება შეუჩერა და თქვა, რომ მათ უფლება მხოლოდ მას შედეგ აღუდგებათ, რაც ისინი ერისა და ბერის წინაშე მოინანიებენ. ამას გარდა, განკვეთილთა სიაში არის არქიმანდრიტი ათინოგენე, რომელიც მის წოდებას ვეღარ დაიბრუნებს.
„ბრძანება N 6 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისათვის და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელისთვის განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი), რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება , მაგრამ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. ამიერიდან მას აღარ ეწოდება არქიმანდრიტი ათინოგენი, არამედ მონაზონი ათინოგენი მდივანი.
ამავე დანაშაულებებისთვის აეკრძალოს მღვდელმსახურება იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელს მირიან (მესხაძე), მღვდელმონაზონ ლუკას ( იბრაგიმოვი ), დიაკონ ანანია (კალანდიას) საჯაროდ გამოთქმული სინანული შეიძლება იქცეს მათთვის მღვდელმიქმედებუს უფლებების დაბრუნებისა.
ხოლო რაც შეეხება მონაზონი ათინოგენს მისთვის მღვედმიქმედებუს დაბრუნება ამიერიდან შეუძლებელია. თუმცა უფლება აქვს მოინანიოს თავისი ცოდვები და ეზიაროს. ბრძანება ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე” – ვკითხულობთ ბრძანებაში.
ავტორი: თეა შონია











