ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი მართლმადიდებელი სასულიერო პირების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.
TDI-ში მიიჩნევენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა და ჟურნალისტებზე თავდასხმამ საგანგაშო ხასიათი მიიღო.
ორგანიზაცია მოუწოდებს შსს სამინისტროს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს 7 მაისს მთავარი არხის ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეზე ვანი-ბაღდათის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიას მიერ ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტი;
ასევე, 4 მაისს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ მთავარი არხის ჯგუფზე ძალადობის შემთხვევა.
„მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს, გაიაზროს საკუთარი, როგორც რელიგიური ინსტიტუციის როლი და აღკვეთოს სასულიერო პირების ძალადობა, ჟურნალისტებზე თავდასხმა და საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.











