არ უნდა დავკარგოთ ის პროგრესი, რომელსაც კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მივაღწიეთ,- ამის შესახებ ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ამჟამად ჩვენ კონცენტრირებულები ვართ იმისკენ, რომ ქვეყნებს დავუჭიროთ მხარი, რათა პანდემიის დასრულება შევძლოთ. ეს ითვალისწინებს ვაქცინებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ, ბევრი ტანჯვა, დავკარგეთ უამრავი ადამიანი. არ უნდა დავკარგოთ ის პროგრესი, რომელსაც კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მივაღწიეთ“,- განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.
ცნობისთვის, 11 მარტს ზუსტად ერთი წელი გავა მას შემდეგ, რაც ჯანმომ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.











