“ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელთა 100% აიცრა“,- ამის შესახებ განცხადებას თავად ტელევიზია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტელევიზიამ გამოიჩინა მაღალი პასუხისმგებლობა.
„მადლობა საინფორმაციო დეპარტამენტის თანამშრომლებს, ჩვენს კოლეგებს, იმისათვის, რომ თანამშრომელთა 100% აიცრა, დაიცვა საკუთარი და ჩვენი ჯანმრთელობა და გუნდურად გამოიჩინა გამორჩეული პასუხისმგებლობა!“ – აცხადებენ ტელეკომპანია „იმედის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტში.











