მიხეილ რამიშვილის ტელეფონში საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება, ტელეფონის დალუქვა მისი ტანხმობით მოხდა, – ამის შესახებ პროკურორი დავით გუმბერიძე აცხადებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა მიხეილ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა. რაც დაკავშირებული იყო დავით ფურცხვანიძესთან. მისი კომუნიკაციის ამსახველ ინფორმაციის და ასევე, სატელიტურ ფოტოების მოპოვებასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, დათვალიერების მიმდინარეობის დროს ინფორმაციის გამოთხოვას რომ აწარმოებდნენ გამომძიებლები, მასში აღმოჩნდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ისევე როგორც ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში, ასევე რამდენიმე სატელიტის ფოტო-სურათი, რაც წარდგენილი იქნა თავის დროზე ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ გამოძიებაში,
რა ინფორმაციაც ფიქსირდება მიხეილ რამიშვილის ტელეფონში, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, საეჭვო რომ არ იყოს ავთენტურობა, მიხეილ რამიშვილს შევთავაზეთ, რომ უშუალოდ სპეციალისტის, ექსპერტის მონაწილეობით, მომხდარიყო ამ კონკრეტული ინფორმაციის გადმოტანა და საქმეზე დამაგრება.
შესაბამისად, მიხეილ რამიშვილის თანხმობით მოხდა ტელეფონის დალუქვა. შემდგომ მან განაცხადა, რომ ოჯახის წევრ ჰყავდა საავადმყოფოში, სჭირდებოდა დაახლოებით, ნახევარი საათი იმისთვის, რომ დაბრუნებულიყო ჩვენთან, მისი თანხმობით დალუქული ტელეფონი დარჩა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში. ადვოკატის დაბრუნებას ველოდებით. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გამომძიებლებთან ერთად წავა და უშუალოდ, ექსპერტის მონაწილეობით მოხდება საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადმოტანა“, – განაცხადა პროკურორმა.











