„არ შეიძლება პოლიტიკოსი გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან და იყოს პრივილეგირებული,“ – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა გია გაჩეჩილაძის საავტორო გადაცემაში ნიკა მელიასა და პოლიტპატიმრებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„არ შეიძლება პოლიტიკოსი გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან და იყოს პრივილეგირებული. ტერმინზე, „პოლიტიკური პატიმარი”, ფრთხილად ვიყოთ… მაგალითად, პოლიტიკური პატიმრები არიან ბელარუსშიც და ევროკავშირმა ისინი ოფიციალურად აღიარა, ისინი ნამდვილად არიან პოლიტიკური პატიმრები, – განაცხადა ქნირშმა.











