დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ შეზღუდვების დაწესების შემდეგ ტესტირების მასშტაბიც უნდა გაიზარდოს, რის გამოც შესაძლოა, დღეში 10 000-მდე ინფიცირებული გვყავდეს.
“შეზღუდვების დაწესების შემდეგ, დაავადების შემთხვევები აღარ მოიმატებს, მაგრამ ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება. გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში 14 000 ტესტია გაკეთებული, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტესტირების მასშტაბი კიდევ უნდა გაიზარდოს. შესაძლოა, დღეში 10 000-მდე ინფიცირებული გვყავდეს,” – აცხადებს პაატა იმნაძე.











