სალომე სამადაშვილის განცხადებით, არჩილ თალაკვაძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგომა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების დოკუმენტს უკავშირდება.
“თალაკვაძის გადადგომა არის დაკავშირებული იმ შეთანხმებასთან, რომელიც მივიღეთ. როცა დანიელსონი პირველად ჩამოვიდა საქართველოში მე მასთან მქონდა კერძო საუბარი და ამ საუბარში მითხრა ესეთი რამ: თუ შეთანმხებას მივაღწიეთ, ამ შეთანხმების ბოლოს ორივე მხრიდან სისხლი დაისხმევა ამ დოკუმენტზე, ამ დოკუმენტზე იქნება სისხლი, გადატანითი მნიშვნელობით, მოგიწევთ მძიმე დათმობებზე წასვლა. თალაკვაძის თავი გაგორდა ამ დოკუმენტზე,” – თქვა სამადაშვილმა.
დღეს არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მმართველი გუნდის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის ახალ კანდიდატურად კახაბერ კუჭავა დასახელდა.











